3 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროში წარუდგენს ახალ პროექტს – განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში.
მისამართი:თბილისი, უზნაძის 52