გურია. 3 ივლისს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა ფორუმ თეატრის სპექტაკლის – „ზურგს ნუ შეაქცევ" – ჩვენება. სპექტაკლის მიზანია საზოგადოების დამოკიდებულების, ცნობიერების შეცვლა პირობითმსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის საკითხებზე და არსებული სტიგმის მოხსნა. სპექტაკლს ესწრებოდნენ პირობითმსჯავრდებულები, ადგილობრივი მას მედია, ადგილობრივი თვითმმართველობისა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული სპექტაკლით ფორუმ თეატრის დასმა გურიის რეგიონის 18 თემში იმოგზაურა. ახალი სპექტაკლის მომზადება და ჩვენება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული.
სპექტაკლი "ნუ შეაქცევთ ზუგრს" ეხება პირობითმსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციას და მომზადდა პროექტის "პირობითმსჯავრდებული ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა გურიის რეგიონში- ფარგლებში რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.