en
ge

სახელმწიფო ფასი – priceofthestate.ge

თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ახალი პროექტის – „სახელმწიფოს ფასის" ფარგლებში ვებ–გვერდი priceofthestate.ge აამუშავა. ვებ-გვერდზე განთავსებულია ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებისა და საჯარო სტრუქტურების ვებ-გვერდებზეა მიმოფანტული, ან საჭიროა მისი გამოთხოვა ფინანსთა სამინისტროდან. მონაცემები წარმოდგენილია სისტემატიზირებულად და იოლი გამოსაყენებელია მომხმარებლისთვის. დაინტერესებულ პირს შეეძლება იხილოს საბიუჯეტო დანახარჯების დაფინანსების წყაროები, შეაფასოს მათი აუცილებლობა, გაანალიზოს ამ დანახარჯების ეკონომიკური მიზანშეწონილობა. 
„პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის ცოდნის გაღრმავება და ინფრომაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ აქტიურად და კრიტიკულად ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე - ფორმირება, გადანაწილება, შესრულება და მონიტორინგი. საბიუჯეტო პროცესების და სამთავრობო პრიორიტეტების სწორად აღქმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისა და ანგარიშვალდებული მთავრობისაკენ", ნათქვამია ვებ–გვერდზე.
წყარო:priceofthestate.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)