იმერეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით იმერეთის კურორტ საირმეში მოეწყო საზაფხულო მედია სკოლა. სკოლაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის სამიზნე სკოლის მე-10, მე-11 კლასის თხუთმეტმა მოსწავლემ.
საზაფხულო მედია სკოლა 3 დღე გაგრძელდა, მონაწილეებს ჩაუტრდათ ტრენინგები პრაქტიკული ჟურნალისტიკისა და მედიის როლის მნიშნველობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.
სესიებს უძღვებოდნენ მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე და პრაქტიკოსი ჟურნალისტები, მედია სკოლის შემაჯამებელ ღონისძებაზე იმერეთის მედია საშუალებებთან გაფორმდა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც მათ აიღეს ვალდებულება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებისა და აქტივობებში თანამშრომლობისა და მედია მხარდაჭერის შესახებ, ეს მედია საშულებები მომავალში ითანამშრომლებენ მედია სკოლის კურდამთავრებულ მოსწავლეებთან, ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს;
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში