en
ge

ეკობანაკები

8 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით მოეწყობა ეკობანაკები მდინარე რიონისა და ალაზან ივრის წყალშემკრები აუზების საპილოტე ტერიტორიაზე დაარსებული ეკოკლუბებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ეკობანაკები ორგანიზებულია  GLOWS/INRMW-საქართველო  პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორის CENN-ის მიერ CENN-ის მწვანე ცენტრში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში.
ეკობანაკისთვის სპეციალურად შემუშავდა  სალექციო  კურსი შესაბამისი ექსპეტრების მიერ  შემდეგ თემატურ საკითხებზე: კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, წყლის რესურსების მართვა, ტყის რესურსების მართვა, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ნარჩენების მართვა. ლექციების თემატიკის თვალსაჩინოებისთვის  მოეწყობა საველე გასვლებიც.
პირველი ეკობანაკი ახმეტისა და დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის 8-17 ივლისს მოეწყობა.
ეკობანაკის  მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდებში  ცნობიერების ზრდა კლიმატის ცვლილებასა და ადაპტაციაზე,   ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე, და წყალშემკრები აუზების მართვის მოდელის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ბუნებრივი რესურსების ინტეგრებული მართვისთვის.
წყარო: cenn




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)