თბილისი. სამართლიანმა არჩევნებმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „3 ივლისს სამართლიანი არჩევნებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გააცნეს საკუთარი არგუმენტები არჩევნების უქმე დღეს გამართვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლის შესახებ და არჩევნების თარიღად კვირა დღე, 27 ოქტომბერი განისაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ასეულ ათას ამომრჩეველს შეეძლება დაბრკოლების გარეშე მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს საკუთარი ნება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში