en
ge

რატომ არის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიაში?

თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) , 4 ივლისს, წარადგენს რეგიონული კვლევის შედეგებს, რომელიც ეფუძნება სოფლის მეურნეობის მდგომაროების შესწავლას აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.
კვლევა შესრულებულია საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა ჯგუფის მიერ გაეროს განივთარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით. 
კვლევის მიხედვით, რეგიონის სამივე სახელმწიფოსათვის სოფლის მეურნეობა ეკონომიკის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რასაც ოთხი ძირითადი მიზეზი განაპირობებს - დასაქმება, ზრდა, სიღარიბის შემცირება და საკვების უვნებლობა.   
კვლევაში მიმოხილულია და ერთმანეთთან შედარებულია სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, აგრეთვე შეფასებულია სოფლის მეურნეობის სავარაუდო წვლილი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის განვითარებაში.
წყარო: cenn




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)