en
ge

„მოკლე მიმოხილვა საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსების საკითხს იკვლევდა. 4 ივლისს ორგანიზაციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების მხრივ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს. სხვა კონფესიების მიმართებით სახელმწიფოს დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო მათ მიმართ გასული წლების განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას იჩენდა", ნათქვამია პუბლიკაციაში. ორგანიზაციის ინფორმაციით „2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს".
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)