en
ge

შეხვედრა ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული დაგეგმვაზე

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაზე. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა თვითმმართველობის წარმომადგენლების, ადგილობრივი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ექსპერტების და მედია-ორგანიზაციების მონაწილეობით. როგორია ქალაქი მდგომარეობა, რა ფუნქცია და მისია აკისრია ბათუმს და როგორია მისი სტრატეგიული განვითარების საერთო ხედვა და ზოგადი მიზნები. შეხვედრაზე გაკეთდა სწრაფი ურბანული სივრცითი ანალიზის (Rapid Urban Spatial Analysis – RUSA) მეთოდის გამოყენებით არსებული მდგომარეობის ანალიზის პრეზენტაცია. ამას გარდა ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს SWOT ანალიზის მეთოდის გამოყენებით არსებული მდგომარეობის შემაჯამებელი ანალიზი, რომელიც საზოგადოებისვე ჩართულობით იქნა სრულყოფილი და მიეცა საბოლოო სახე. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აღნიშნულ პროექტს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) პროგრამის –  „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" – ფარგლებში ახორციელებს.
სტრატეგიული გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია და SWOT ანალიზი 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)