en
ge

საია საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში აკვირდება.  დაკვირვების მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა. საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე. 
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)