თბილისი. ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული
წერილი გამოაქვეყნა. წერილის თანახმად სტალინის ძეგლი დაიდგმება სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე,
ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ამავე პასუხის მიხედვით, ძეგლის დემოტაჟი მოხდა საკრებულოს
2010 წლის 16 ივნისის #29 განკარგულებით „მომეტებული საჯარო ინტერესის გამო". წერილშივე აღნიშნულია, რომ სტალინის ძეგლის კვარცხლბეკის ლიკვიდაციისათვის გორის ბიუჯეტიდან გამოიყო 10
000 ლარი", ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში