en
ge

ჰეპატიტების საერთაშორისო დღე საქართველოში

თბილისი.28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" მთელი რიგი ღონისძიებების გამართვას გეგმავს თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში. 28 ივლისს, 12  საათზე ოთხივე ქალაქში ერთდროულად გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილავენ მკურნალობის ბარიერებს და წარადგენენ მკურნალობის გეგმასა და მომლოდინეთა სიას.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პაციენტთა ჯგუფები, დარგის პროფესიონალები და სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები. დღის ბოლოს, 17 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია: სიმბოლური გარბენი ბარიერებით. აქტივობები ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს", „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
დეტალური ინფორმაცია თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ბმულზე
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)