en
ge

„სამოქალაქო ინიციატივა – საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“

თბილისი.5 ივლისს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრში, ორგანიზაციამ „სამოქალაქო ინიციატივა – საზოგადოების ჯანმრთელობისათვის" საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებასთან და მეორე ეტაპის დაწყების შესახებ პრეს–კონფერენცია გამართა.
ორგანიზაცია ახორციელებს „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის" მონიტორინგს, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი პროექტის" ფარგლებში. 
პროექტის მიზანია შეაფასოს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობა, ხელი შეუწყოს პროგრამის გამჭვირვალედ განხორციელებას და პროგრამის შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას.
პრეს–კონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას გაცნეს ქუთაისში და ზუგდიდში ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგის შედეგები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობები. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)