კახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს
სამუშაო შეხვედრებს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ
მდგრადობის საკითხებზე. 5 ივლისს შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების თხუთმეტამდე წარმომადგენელთან გაიმართა. სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხების სხვადასხვა გზით მოძიებაში, სამი სესიისგან შედგება: ფილანტროპია და მოხალისეობა, გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება, სოციალური მეწარმეობა. შეხვედრები უკვე გაიმართა გორსა და ახალციხეში. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრებს თელავში, ქუთიასში, ოზურგეთსა და ბათუმში გამართავს.