en
ge

არასამთავრობოებმა ზუგდიდში საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს

სამეგრელო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", „სამართლიანმა არჩევნებმა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 5 ივლისს,ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დისკუსია მოაწყვეს.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" პროგრამების კოორდინატორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, კანონის სერიოზული ხარვეზია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მინისტრის თანამდებობის შეთავსება შეუძლია. „რადგან მინისტრი საუბრობს პედაგოგებისთვის ხელფასების და შვებულების გაზრდაზე, ნებისმიერი ასეთი ქმედება აღქმული იქნება როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ განხორციელებული, რაც არაპირდაპირ წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თუმცა შეიძლება ამ ადამიანს სულაც არ ჰქონდეს ასეთი განზრახვა. ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან. მართალია, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით  განათლების მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდება",- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
არასამთავრობოთა რეკომენდაცია ეხება სახელმწიფო აუდიტის ხელმღვანელის თანამდებობრივ შეზღუდვასაც. „გამჭვირვალობის" იურისტის გიგი ჩიხლაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გასული და მომდევნო სამი განმავლობაში პარტიული სიით არის წარდგენილი თანამდებობაზე.
არასამთავრობოების რეკომენდაციები შეეხო ამომრჩეველთა სიებს, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას, პოლიტიკური გაერთიანებების და სუბიექტების დაფინანსებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, პოლიტიკური პარტიების, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)