კახეთი. 7
ივლისის თელავში სათემო განვითარების ცენტრის (CDC) პროგრამის – „სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში – პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემის,
საზოგადოების გააქტიურება და განვითარების პროცესებში მეტი ჩართულობის სტიმულირება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას კონსულტაციების, ტრენინგების, მცირე საგრანტო პროგრამების შეთავაზების გზით. პრეზენტაციის მონაწილეები გაცენენ პროგრამის სამოქმედო გეგმას, სამუშაო განრიგსა და სათემო განვითარების ცენტრის სხვადასხვა სამუშაო მიმართულებას.
წყარო:
ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში