en
ge

მედიატური ჟურნალისტებისათვის იწყება

ქვემო ქართლი.  9 -11 და 16-18 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" აწყობს მედიატურს საქართველოს რეგიონებში, დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის. ტურის ორგანიზება მოხდა „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (www.cso.ge და www.fb.com/cso.ge) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით.
მედიატურში მონაწილეობისათვის 20–მდე ჟურნალისტი შეირჩა, რომლებიც საკონკურსო განაცხადის შესაბამისად შეირჩნენ. ტურის მონაწილეები პირველ კვირას,მოინახულებენ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი), ხოლო მომდევნო კვირის განმავლობაში - დასავლეთ საქართველოს კუთხეებს (გურია, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო). მედიატურის განმავლობაში, არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ უშუალოდ გაეცნონ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოკითხონ რესპოდენტები. რეგიონული პრობლემების მედიატურში მონაწილე ჟურტნალისტების მიერ მომზადებულ მედია მასალას შეაფასებს სპეციალური ჟიური და 5აგვისტომდე გამოავლენს 3 გამარჯვებულს.
წყარო: www.cso.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)