თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 8 ივლისს, ბორჯომის რაიონული სასამართლოს ირგვლივ
განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ
სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა შსს–ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს
ყოფილი უფროსისა და სხვა პირების მიმართ, რომელიც 3 ივლისს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი
განაჩენის გამოტანით დასრულდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილების
შემდგომ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ზემოაღნიშნული
პირების მიმართ წაყენებული ბრალდების სიმძიმესა და შინაარსზე. პროკურატურა ასევე აპელირებდა
აღნიშნული საქმის მოსამართლის მხრიდან პროკურორთან გაუმართლებელ კომუნიკაციაზე მთავარი პროკურატურის
განცხადებას გამოეხმაურა
უზენაესი სასამართლო,
რომელმაც უარყო
პროკურატურის მიერ
გავრცელებული ინფორმაცია
და აღნიშნა,
რომ არასათანადო
კომუნიკაციას მოსამართლესთან ადგილი
ჰქონდა პროკურორის
მხრიდან. 5 ივლისს კი
რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო
აქცია გაიმართა.
მოქალაქეთა ერთი
ნაწილის პროტესტი
გაუმართლებელ ფორმებში
გადაიზარდა და
კანონდარღვევის ხასიათი
მიიღო. შსს-ს
მიერ გავრცელებული
განცხადების თანახმად,
აღნიშნულ ფაქტზე
გამოძიება დაიწყო", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები განსაკუთრებული
ინტერესით ელოდებიან საგამოძიებო ორგანოების ქმედებას და ასევე „შესაბამისი უწყებების
რეაგირებას შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალციხის
რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,
მისი სამართლებრივი ანალიზი მხოლოდ წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი".
წყარო: transparency.ge