en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა პრემიერს ეხმიანება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სოციალურ ქსელში ორგანიზაციის გვერდზე პრემიერ მინისტრს ეხმიანება.
„ვეხმაურებით პრემიერმინისტრის თხოვნას მთავარი პროკურორისადმი ვლადიმერ ბედუკაძისთვის საპროცესო შეთანხმების გადახედვის თაობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმება მტკიცდება სასამართლოს განაჩენით და მას შემდეგ, რაც სასამართლო დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების გზით. გასაჩივრების უფლება გააჩნია მხოლოდ მსჯავრდებულს. ამ შემთხვევაში მოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი სპეციალური წესი.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლიდან მისი გადასინჯვის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით რეგულირდება (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო)", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)