თბილისი.ორგანიზაცია იდენტობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საშემოსავლო საკითხების
შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„საქართველოს პარლამენტი
განიხილავს ახალ კანონპროექტს,
რომელიც შშმ პირების საშემოსავლო
გადასახადისგან გათავისუფლებას
ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში,
თუ კანონპროექტი
დამტკიცდება, იგი გავრცელდება
ბავშვობიდან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებზე,
ასევე მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებზე,
ვისი წლიური
დასაბეგრი შემოსავალიც
600 ლარს უტოლდება
ან ნაკლებია", ნათქვამია ორგანიზაციის
გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში