en
ge

„ჰესების მშენებლობა – ეკონომიკური სარგებელი თუ ეკონოლოგიური საფრთხე“

სამეგრელო. 8 ივლისს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე – „ჰესების მშენებლობა - ეკონომიკური სარგებელი თუ ეკოლოგიური საფრთხე". დისკუსია მიზანად ისახავდა გამოეკვეთა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და ამავდროულად მისი ეკონომიკური სარგებელი, თუ რა შედეგი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ჰესების აშენებით. ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები, რომლებმაც სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ამ კუთხით და ისაუბრეს ჰესების მშენებლობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)