თბილისი. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმ მაუწყებლებისა და საკაბელო კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ Must
Carry-ის ვალდებულება ეხებათ. კანონის თანახმად, საკაბელო კომპანიებმა საკუთარ პაკეტში აუცილებლად უნდა ჩართონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთო ლიცენზიის მქონე მაუწყებლები, რომლებიც მთელი ქვეყნის არანაკლებ 20%-ს ფარავენ, ასევე ის არხები, რომლებიც იმ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობენ, სადაც საკაბელო კომპანიას ერთი აბონენტი მაინც ჰყავს.
კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Must
Carry მთელი ქვეყნის მასშტაბით 117 საკაბელო კომპანიას ეხება.
წყარო: media.ge