თბილისი. 9 ივლისს აღმოსავლეთ
პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივ ორგანიზაციათა
განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორისი ქვე–ჯგუფის მეორე შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრას 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მონაწილეებმა განიხილეს და მიიღეს ქვე–ჯგუფის დებულება, დაამტკიცეს საერთო
სამოქმედო გეგმა. ასევე ისაუბრეს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს შორის მემორანდუმზე, დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს შორის დიალოგზე. შეხვედრაზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დონორების შეხვედრას ორგანიზებას
გაუწევს.
პირველი შეხვედრის
შემდეგ ქვე–ჯგუფთან მუშაობის სურვილი 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, ამ
დროისთვის ქვე–ჯგუფში 27 ორგანიზაციაა გაერთიანებული.