თბილისი. პროექტის – ტრანსსასაზღვრო დეგრადაციის შემცირება მტკვარ-არაქსის აუზის ფარლგებში, კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო – გენდერული მეინსტრიმინგი წყლის მართვის რესურსებში.
შეხვედრას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება, გენდერული მეინსტრიმინგის განვითარება სამხრეთ კავკასიაში, გენდერი, ჯანდაცვასა და განათლებაში, როგორც გენერული მეინსტრიმინგის ნაწილი - ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც კონფერენციაზე განიხილეს.
შეხვედრას საქართველოდან, აზერბაიჯანსა და სომხეთიდან, ექვს-ექვსი მონაწილე ესწრებოდა. კოფნერენციის დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ წყლის რესურსების მართვის მენეჯმენტში, გენდერული მეინსტრიმინგის განსავითარებლად, მეტი მუშაობაა საჭირო.
წყარო: GINSC