თბილისი. 7 და 8 ივლისს, CISV საქართველოს
ოფისში საერთაშორისო
ტრენერებმა,
ტობიას ჰოფმანმა
და ნიკოლ ოფერგელდმა,
ქართველი
ახალგაზრდა ლიდერებისთვის ტრენინგი
ჩაატარეს.
ღონისძიებაში
მონაწილეობა
CISV საქართველოს,
EMT-სა
და სიქას ახალგაზრდებმა
მიიღეს. გერმანიისა
და ნორვეგიის
წარმომადგენლებმა
ქართველ
მონაწილეებს
ტრენინგი
ბანაკის
დაგეგმვასა
და ლიდერობის
უნარ-ჩვევებში
ჩაუტარეს,
მონაწილეებმა
თეორიულ
ცოდნასთან
ერთად აქტივობების
დაგეგმვის
პრაქტიკული
გამოცდილებაც
მიიღეს. ღონისძიების
მიზანი იყო ქართველი
ლიდერების
მომზადება
ახალგაზრდული
შეხვედრისთვის,
რომელიც
8-15 ივლისს,
ბაკურიანში
ჩატარდება.
CISV საქართველოს
ისტორიაში
ეს პირველი
ბანაკია,
რომელიც
საქართველოს
ორგანიზებითა
და CISV ნორვეგიის
ფინანსური
მხარდაჭერით
ხორციელდება.