თბილისი. ორგანიზაცია „მარიანის" ორგანიზებით 12 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონელი კულტუროლოგი, სოციოლოგი და ეთნოლოგი პროფესორი როიჩეკ ვურსტა ლექციას ჩაატარებს. თემა: „თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემების შეგროვება და კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა". ლექცია ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებების კვლევის მეთოდოლოგიას.
ლექცია განკუთვნილია თემით დაინტერესებული მსმენელთათვის, დასწრება თავისუფალია.
პროფესორი საქართველოში მოწვეულია პოლონურ ფონდ ''არი არის'' მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში