თბილისი. 10 ივლისს გამოვიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საჯარო პოლიტიკის მიმოხილვის მორიგი დოკუმენტი – „ფისკალური პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში (სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლები)". დოკუმენტი პასუხს სცემს კითხვებს: რამდენად აისახა ქვეყანაში არსებული სიტუაცია ეკონომიკის განვითარებასა და 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე? რა გამოწვევების წინაშე დგას მთავრობა?
„2013 წლის 6 თვის მონაცემებით, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების მუხლში 265 მლნ ლარზე მეტი დააკლდა და, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება", ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: eprc.ge