en
ge

იდენტობა სტუდენტებისთვის ახალ პროექტს ამზადებს

თბილისი. „იდენტობა" მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის ახალ პროექტს ამზადებს. პროექტი – „ლგბტ მგრძნობელობის ამაღლება სტუდენტებში" 20 000 აშშ დოლარით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მიზანია იმ სტუდენტებში, რომელთა პროფესიაც მოიცავს ლგბტ ადამიანებთან ურთიერთობას, ლგბტ საკითხებში ცოდნის დონისა და მგრძნობელობის ამაღლება. პროექტი ითვალისწინებს ხუთი პროფესიის სტუდენტებთან (ფსიქოლოგია, სამართალი, სოციალური სამუშაო, სამედიცინო, ჟურნალისტიკა) ინტენსიურ, სპეციფიკურად პროფესიულ ტრეინინგ მუშაობას.  გათვალისწინებულია ინტენსიური ლიდერთა სკოლა – 5-დღიანი ტრენინგები. პროექტი გულისხმობს სტუდენტებთან საჯარო შეხვედრებსა და ლექციებს, სადაც განხილული იქნება მათი პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებლად საჭირო გენდერისა და სექსუალობის საფუძვლები.
წლის ბოლოს, ჩატარდება აკადემიური კონფერენცია ლგბტ საკითხებში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 15-დან 20 სტუდენტი. ისინი შექმნიან აკადემიურ ნაშრომებს იმ სფეროებში, რომელშიც ტრეინინგები გაიარეს. პროექტი დაიწყება სექტემბერში და დასრულდება მაისში.
სრულად 
წყარო: identoba.com


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)