თბილისი. ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში დემოკრატიის სკოლები გაიხსნება. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ხუთთვიან საგანმანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსი მოიცავს თანამედროვე უნარების, დემოკრატიული საზოგადოებისა და მმართველობის, ასევე ლიდერობის ძირითადი ასპექტების სწავლებას. დემოკრატიის სკოლები 2012 წლის ოქტომბრიდან გაიხსნება და 5 თვით გაგრძელდება.
დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს, დევნილებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედია ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.