თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პრემიერ–მინისტრის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „პრემიერმინისტრმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების ამბიციაა, საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში წარიმართოს და მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების პრაქტიკა დასრულდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება პრემიერმინისტრის განცხადებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები პრაქტიკაშიც აღსრულდეს. ჩვენი ორგანიზაცია დააკვირდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა გარემოს და გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კამპანიის მიმდინარეობის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში