en
ge

„რუსი ჯარისკაცები კვლავ აგრძელებენ სოფელ დიცთან მავთულხლართების გაბმას“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები კვლავ აგრძელებენ სოფელ დიცთან მავთულხლართების გაბმას. როგორც ირკვევა, რუსმა ჯარისკაცებმა უკანონო საქმიანობა დღეს დილით განაახლეს. მოსახლეობის განცხადებით, ოკუპანტები ცდილობენ ე.წ. „საზღვრის" შიგნით მოაქციონ სოფლის კუთვნილი სასაფლაო. ასევე დიდი საფრთხე იკვეთება მოსახლეობის კუთვნილი ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების დაკარგვასთან დაკავშირებით. მოსახლეობა დახმარებისათვის მიმართავს როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. 
ტერიტორიული მოწყობის საკითხი უკვე მრავალი წელია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის და დღეს დგება რეალური საფრთხე, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური და რთულად გადასაჭრელი გახდეს. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს დროული რეაგირება აღნიშნულ პრობლემის გადასაჭრელად".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)