თბილისი. ახალგაზრდულმა პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვის თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართა. მათ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს წერილობით უკვე მიმართეს. ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მიშვნელოვანია, კომისიაში მრავალმხრივი ჩართულობის უზრუნველყოფა, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეულ საზღვრებში, რათა მისი საქმიანობა ქმედითი და ეფექტური გახდეს.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, კომისიაში უზრუველყოფილი იყოს მრავალმხრივი ჩართულობა. ასეთი მიდგომით საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ლეგიტიმაცია მოიმატებს და პროცესი უფრო გამჭირვალე გახდება. ჩვენ მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თხოვნით და იმედი გვაქვს, მოგვეცემა შესაძლებლობა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩავერთოთ. თხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ 100 დეპუტატის აზრის გამოხატვას, არამედ აქტიური განხილვის პროცესში ახალგაზრდობის ფართო სპექტრის ჩართვას".
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში