en
ge

„უსაფრთხო მოძრაობა“

თბილისი. 17 ივლისს „აფხაზეთის ხმის" ეთერში ახალი გადაცემა „უსაფრთხო მოძრაობა" გავა. გადაცემა მთლიანად მიეძღვნება საგზაო უსაფრთხოების საკითხს. „უსაფრთხო მოძრაობა" მომზადდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და რადიო „აფხაზეთის ხმის" თანამშრომლობით.
გადაცემის „უსაფრთხო მოძრაობის" თემები შეირჩევა საგზაო უსაფრთხოების სფეროში განვითარებული აქტუალური მოვლენების მიხედვით. გადაცემის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური ანალიზი და საინტერესო ცნობები. გადაცემას ეყოლება სტუმრები, ასევე პირდაპირ ეთერში გავა სატელეფონო ზარები, წამყვანები გაეცნობიან გადაცემის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე მოწერილ კითხვებსა და მოსაზრებებს.
გადაცემის „უსაფრთხო მოძრაობის" მიზანია მოხდეს საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. გადაცემა „უსაფრთხო მოძრაობა" რადიო „აფხაზეთის ხმის" FM 98.9-ის პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს გავა. ასევე მომზადება სატელევიზიო ვერსიაც.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)