en
ge

რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება

თბილისი. დასრულდა ტრენინგების პირველი ეტაპი რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. იგი 16–21 ივლისს, ბაკურიანში,  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას და შესაძლებლობების განვითარებას. კერძოდ, ტრენინგებზე ყურადღება დაეთმო ეფექტური კომუნიკაციის, დაფინანსების მოზიდვის, ქსელების შექმნის და მოხალისეთა მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
ფონდის ინიციატივის ფარგლებში ტრენინგების მეორე ეტაპი დაგეგმილია სექტემბერში, რომელზეც ყურადღება გამახვილდება ადვოკატირების საკითხებზე. შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს რეგიონში/თემში არსებული აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად.
ტრენინგების შემდეგ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მცირე გრანტების კონკურსში და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. რამდენიმე შერჩეული მონაწილე სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრება. ტრენინგების პირველ ეტაპში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, კახეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, სამცხე–ჯავახეთიდან და სამეგრელოდან.
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)