en
ge

შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა

იმერეთი. 27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოქმედი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა. ქსელი შეიქმნა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ინციატივით. შეხვედრა გაიმართა  პროექტის:  "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის’’ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესებისა და უფლებების დაცვას. პროექტი ხორციელდება  ქუთაისში, სენაკში, ზუგდიდში, სამტრედიასა და ბათუმში და მის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 6–დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები. 
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)