en
ge

დისკუსიის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

კახეთი. შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში, 11 ივლისს, სოციალურ თემებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და დისკუსია გაიმარათა. დოკუმენტური ფილმების ჩვენება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში მოეწყო. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაციამ „Go Group Media" უზრუნველყო.
აღნიშნული ინიციატივის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში სამოქალაქო კულტურის გაღრმავება და დისკუსიის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შაშიანის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
ღონისძიების ფარგლებში სამი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელსაც შედეგად დისკუსია მოჰყვა. დარბაზი აქტიურად ჩაერთო განხილვაში და მათთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილეს ყურადღება. დაინტერესების შემთხვევაში, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების მოკლე კურსი და თავად გადაიღონ მოკლემეტრაჟანი ფილმი სოციალურ თემატიკაზე.
დოკუმენტური ფილმების ჩვენება ყველა გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრშია დაგეგმილი. შემდეგი ღონისძიება 26 ივლისს მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.
ღონისძიება პროექტის, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში იმართება, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელბს.
წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)