კახეთი.საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,მედია ცენტრი კახეთის’’ ორგანიზებით გურჯაანში 28 ივლისს, დიდების
მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილმის -
,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან’’ ჩვენება გაიმართა.
ფილმის
ჩვენებას მოსწავლეები, მედია ცენტრის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები და დაინტერესებული მოქლაქეები ესწრებოდნენ.
მედია ცენტრის
ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორის, მაკა ხაზიურის თქმით, მსგავსი სახის
ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და კულტურულ–საგანმანათლებლო
ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობის გაზრდას: ,,ორგანიზაცია
ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში თვეში რამდენიმე ღონისძიებას ანხორციელებს, მათ
შორის დიდი ყურადღებას ვუთმობთ კულტურულ–საგანმანათლებლო
აქტივობებს. გვაქვს ფილმის ჩვენება ორგანიზაციის ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით
გაიმართა".
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა ჯაზის
საღამო.
ღონისძიებები
სათემო განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.