სამეგრელო. 16 ივლისს, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის -,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" - ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა დევნილთა პრობლემებზე.
შეხვედრის მიზანია დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა პრობლემური შემთხვევების დოკუმენტირება და შედეგების მონიტორინგი. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შრომის კოდექსში შესატანის ცვლილებების განხილვას. მონაწილეები ასევე გაეცნობიან კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" საქმიანობას.
პროექტი – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" – ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ „ტასოსთან" პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი