სიქას ფოლკლორულმა გუნდმა დაასრულა წარმატებული გამოსვლა პოლონეთში, ქალაქ
ლოძში ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალზე. ესპანეთის, იტალიის, სერბიის, უკრაინის, ინდოეთისა და ბულგარეთის ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად სიქა-ს გუნდმა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში წარადგინა მშობლიური ქვეყნის კულტურა. სიქა-ს გუნდმა პირველ საერთაშორისო ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში