en
ge

„დემოკრატიული არჩევნები – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით თუ მათ გარეშე“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა თემაზე „ დემოკრატიული არჩევნები - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით თუ მათ გარეშე”. დისკუსიის მთავარი თემა იყო საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი დამატებითი ცვლილებების შეტანა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ღონისძიებას ესწრებოდა საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის თავჯდომარე თამილა ფერაძე, რომელმაც ისაუბრა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს შესაძლოა მოჰყვეს. „ ახალი საარჩევნო სიის შედგენა, ეს არის დაკავშირებული იმ დიდ საფრთხესთან, რაც ნიშნავს ბევრი ამომრჩევლის სიის გარეთ დარჩენას’’, - აღნიშნა მან დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას.
შეხვედრაზე, რომელიც კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა განიხილეს საარჩევნო კამპანიიის აუდიტის არსებული სისტემის დახვეწის აუცილებლობისა და მედიის მიერ ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბრად გაშუქების საკითხი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023