სამეგრელო. 15 ივლისს ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა ზუგდიდის ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსში" კულტურული ტური მოაწყო. ახალგაზრდებმა მოინახულეს მარტვილის კანიონი „ოფუცხოი" და რამოდენიმე აქტივობა განახორციელეს: გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა აჩვენა სიმულაციები ადამიანის უფლებებზე, ორივე ცენტრმა წარმოადგინა პრეზენტაციების თავიანთი მუშაობის და ცენტრების შესახებ.
აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი"
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება-გორის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში