en
ge

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამა

თბილისი. 27 ივლისს, მ.  ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში"  გაიმართა  პროგრამის „საქართველოს რეგიონებში  კლიმატის ცვლილებისადმი  ადაპტაციისა  და  ზეგავლენის  შერბილების  ზომების  ინსტიტუციონალიზაციაის" პრეზენტაცია.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და მისი მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).  იგი გულისხმობს  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების დაყენებას: ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის და მდგრადი განვითარების სფეროში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)