en
ge

სემინარი მოხალისეობის თემაზე

აჭარა. 19 ივლისს ასოციაცია „ღირსეული სიბერის" ოფისში მორიგი სემინარი –„მოხალისეობის არსი და განვითარების პერსპექტივები"–გაიმართა. სემინარი ჩაატარა არასამთავრებო ორგანიზაცია „ბორჯღალოს" თავმჯდომარემ. ღონისძიება ახალგაზრდების ინფორმირულობის დონის ამაღლებასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მოხალისეები, ასევე ამერიკელი მოხალისე სპენსერ ჰამილტონი და ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის თანამშრომლები. ასოციაციაში პროექტ „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" ფარგლებში შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა მოხუცებს საყოფაცხოვრებო და ფსიქიოლოგიურ დახმარებას უწევენ, ჩართული არიან საქველმოქმედო აქციებში. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023