en
ge

რატევნის ქალთა საბჭოს ტრენინგი ახალგაზრდებისათვის

ქვემო ქართლი. რატევნის ქალთა საბჭო აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა თემატიკაზე მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. 18 ივლისს რატევნის ქალთა საბჭოს ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პროექტის ციკლის მართვა, რომელსაც ესწრებოდნენ რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ეკოკლუბის წევრები, ასევე სტუდენტები. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისათვის პროექტის წერის და მისი ციკლის მართვისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი  უნარ-ჩვევების განვითარება.
რატევნის ქალთა საბჭო შექმნილია CENN-ის რეგიონული ინიციატივის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანული ფონდის EED-ის ფინანსური მხარდაჭერით. 
წყარო:cenn



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)