en
ge

საია ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტების შესახებ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტებს ეხმაურება. საია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე. 
„საია მოუწოდებს   თითოეულ მოქალაქეს უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში  თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს", ნათქვამია  ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)