en
ge

წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  2013 წლის 1  ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები" დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ორგანიზაცია მონიტორინგის პროცესში ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით, რაც პროცესის სრულყოფილად, ობიექტურად და გამჭვირვალედ დაკვირვებას გულისხმობს.ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღიდან 19 ივლისამდე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არსებულ რისკებზე, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლა/მუქარის შემთხვევებზე, პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობის შეხვედრებზე, საარჩევნო სიებზე.
სრულად 
წყარო:isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)