თბილისი. 30 ივლისს, კოალიციის „მედია
ადვოკატირების" ორგანიზებით გაიმართა მსჯელობა მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. „მასთ ქერის'" პრინციპის პრაქტიკულად განხორციელების
საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის,
საკაბელო ოპერატორების, მედიის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, „მათ
ქერის" პრინციპი მხოლოდ ამომრჩეველთა ნაწილს შეეხება, თუმცა საარჩევნოდ
პლურალისტური მედიაგარემოს ჩამოსაყალიბებლად იგი მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე
შეთანხმების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს.
წყარო: media.ge