თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ რკინიგზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ 22 ივლისს ვებ–გვერდზე განათავსა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co, Ltd"-ს: სასწრაფოდ მოხდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოების შეჩერება, მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში საცხოვრებელი სახლებიდან გამოყვანა და მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფა.
წყარო: transparency.ge