en
ge

საუბარი აქტიურ მოქალაქეობაზე და მის როლზე

მცხეთა–მთიანეთი.18-23 ივლისს სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბაზალეთში გაიმართა სამოქალაქო განათლების ბანაკის მეორე ნაკადი. ბანაკში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან - სულ 91 მონაწილე. ბანაკში მონაწილეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს - გადაცემა ეტალონის წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, კალათბურთელ ანატოლი ბოისასა და მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს. სტუმრებმა ისაუბრეს განათლებისა და სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის როლზე სათემო პრობლემების მოგვარებაში.
სამოქალაქო განათლების ბანაკი პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იმართება, ამ პერიოდის განმავლობაში ბანაკში მონაწილეობა უკვე მიიღო 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს ყველა რეგიონიდან. ბანაკის მესამე ნაკადი დაგეგმილია 2013 წლის 26-31 ივლისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს კიდევ 92 მონაწილე - პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)