en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონში – გორი, ნიქოზი

შიდა ქართლი.2013 წლის მოწვევის „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" მორიგი რეგიონული ვიზიტი 23 ივლისს შიდა ქართლის რეგიონში შედგა. პარლამენტის რეინტეგრაციის საინიციატივო ჯგუფის წევრები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებსა და სოფელ ნიქოზის რწმუნებულს შეხვდნენ. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და მხარდაჭერა გამოთქვეს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო თუ სპორტული პროექტების განხორცილებაში. პროექტები ხელს შეუწყობენ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" სურვილს გამოთქვამს, პროექტების უფრო წარმატებული განხორციელებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში საინიციატივო ჯგუფები შეიქმნას, რათა პროექტებს არ ჰქონდეს დროებითი ხასიათი და არ იყოს ერთჯერადი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)